საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა

ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) არის მონობის თანამედროვე ფორმა, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა. ეს არის სიდიდით მეორე დანაშაულებრივი ინდუსტრია მსოფლიოში. ის ეფუძნება ექსპლოატაციის მიზნით ადამიანთა გადაბირებას, გადაყვანას, გადაცემას, მუქარის და ძალის გამოყენებით ან იძულების სხვა საშუალებებით (მოტაცება, თაღლითობა), ან სხვისი უმწეო მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, კონტროლისგანხორციელებას სხვა ადამიანზე, სქესობრივ ექსპლოატაციას, იძულებით შრომას ან მომსახურებას, მონობას ან მონობის მსგავს მდგომარეობას და ორგანოთა ვაჭრობას.

ხსენებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის, მისი პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და ეფექტური გამოძიების მიზნით საქართველოში წლების მანძილზე დინამიურად ხორციელდება მთელი რიგი ღონისძიებები. შექმნილია ადამიანის ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი (http://www.atipfund.gov.ge), რომელიც უზრუნველყოფს მსხვერპლთა თავშესაფრითა და შესაბამისი სარეაბილიტაციო პროგრამებით. სახელმწიფო ფონდს გააჩნია ცხელი ხაზი (+995 32) 2 100 229.

ამასთან, გთხოვთ, გაეცნოთ იმ რჩევებს, რომელიც დაკავშირებულია თქვენი უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვასთან:

რჩევები საზღვარგარეთ წასვლის მსურველთათვის:

თუ თქვენ აპირებთ წასვლას საზღვარგარეთ, ნუ ჩაიგდებთ თავს საფრთხეში. დაიცავით საფრთხოების ზომები და გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე, რათა არ გახდეთ ტრეფიკინგის მსხვერპლი.

ბრმად ნუ ენდობით დაპირებებს უცხოეთში სწავლასთან, მუშაობასთან და დასვენებასთან დაკავშირებით. ნუ ენდობით პირებს, რომელიც გპირდებიან ვიზით უზრუნველყოფას საკონსულოში თქვენი პირადად გამოცხადების გარეშე.

გახსოვდეთ, რომ უცხოეთში არალეგალური გზით გამგზავრება კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა და სერიოზულ რისკთან არის დაკავშირებული. ნუ გადასცემთ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს სხვას. წინასწარ გადაამოწმეთ დამსაქმებლის მიერ შემოთავაზებული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია. მოითხოვეთ თქვენი დამსაქმებლის ან სასწავლებლის საკონტაქტო მონაცემები. თუ თქვენ გაქვთ საზღვარგარეთ სამუშაო მიზნით გამგზავრება/ყოფნა, გახსოვდეთ, რომ თქვენი კანონიერი უფლებების და ინტერესების დაცვას მხოლოდ შრომითი კონტრაქტის საფუძველზე შეძლებთ.

არ დათანხმდეთ შრომით ურთიერთობაში შესვლის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე.

გახსოვდეთ!
დანიშნულების სახელმწიფოში ჩასვლისთანავე დაუყონებლივ აცნობებთ საქართველოს საელჩოს ან საკონსულო დაწესებულებას თქვენი ადგილსამყოფელის შესახებ და დადექით საკონსულო აღრიცხვაზე.

თუ თქვენ ტრეფიკინგის მსხვერპლი ხართ და საჭიროებთ დახმარებას:
თუ თქვენ ადამიანის ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი გახდით მიმართეთ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებებს, რომელიც დაიცავს თქვენს უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, სიცოცხლეს, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში და უზრუნველყოფს თქვენს უსაფრთხო დაბრუნებას სამშობლოში.

თუ თქვენ იმყოფებით ქვეყანაში, სადაც არ არის საქართველოს საელჩო ან საკონსულო დაწესებულება, თქვენ უნდა მიმართოთ ადგილსამყოფელი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს ან ადგილსამყოფელ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს ან დაგვიკავშირდეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზის ტელეფონის ნომერზე.

ტრეფიკინგის მსხვერპლად აღიარებული პირი სარგებლობს სახელმწიფოს განსაკუთრებული მფარველობით, სარგებლობს სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სხვა სახის დახმარებით. თუ თქვენი უფლებები და ინტერესები იქნება შელახული, გთხოვთ, დაუყონებლივ დაგვიკავშირდეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ცხელ ხაზს : (+ 995 32) 294 50 50

ელ. ფოსტის მისამართია: consulinfo@mfa.gov.ge.

მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო:

Monte Everest 905, Colonia Lomas de Chapultepec, Alcaldia de Miguel Hidalgo, 11000 Méxcio.

მონტე ევერესტ 905, კოლონია - ლომას დე ჩაპულტეპეკ, მიგელ იდალგოს მუნიციპალიტეტი, 11000 ქ. მეხიკო, მექსიკის შეერთებული შტატები.

ელ-ფოსტა: mexico.emb@mfa.gov.ge

ტელეფონი: + 52 (55) 55200118

მექსიკის შეერთებულ შტატებში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო სამსახურები და საერთაშორისო ორგანიზაციები:

მექსიკის მთავარი პროკურატურა/Fiscalía General de la República

ძალადობისა და ტრეფიკინგის სპეციალური განყოფილება

ელ-ფოსტა: Juan.zavalam@pgr.gob.mx

ტელეფონი: + 52 (55) 53462500

მეხიკოს ფედერალური პოლიცია/ Policía Federal 

Londres 102, Colonia Juárez, Delegación Cuauhtemoc, Ciudad de México. C.P. 06600
Teléfono: 11036000 
ცხელი ხაზი: 088 
ელ-ფოსტა: ceac@cns.gob.mx

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მეხიკოს ოფისი/IOM México

ელ-ფოსტა: iommexico@iom.int

ტელეფონი: +52 (55) 5536 3922 

გაეროს წარმომადგენლობა მეხიკოში/ Naciones Unidas México

ელ-ფოსტა: comunicacion.mexico@one.un.org

ტელეფონი: + 52 (55) 4000 9700


იხილეთ მიმაგრებული ფაილი: ბროშურა