საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მექსიკაში საქართველოს საელჩო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს

31 მაისს, მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე აღნიშნა. ღონისძიებას ესწრებოდა მექსიკის მთავრობის, კონგრესის, აკადემიური წრეების, კერძო სექტორის, მექსიკაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და მცირერიცხოვანი ქართული დიასპორის წარმომადგენლები.