საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის ზურაბ ერისთავის შეხვედრა CENPROMYPE (SICA) დირექტორთან

საუბარი ძირითადად შეეხო ცენტრალური ამერიკის ინტეგრაციის სისტემის (SICA) წევრი რვა სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული თანამშრომლობის ფუნდამენტური მიმართულებების განვითარებას და ევროკავშირის მხარდაჭერას მიმდინარე პროექტებსა და პროგრამებში. განსაკუთრებული ყურადღება ქალბატონმა რივას პენიამ დაუთმო წევრი ქვეყნების, მათ შორის სალვადორის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას, ბიზნესის სექტორულ განვითარებას, სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარებასა და ქალი მეწარმეების მხარდაჭერას მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ სექტორული თანამშრომლობის გამოცდილებიდან განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა SICA-ს თანამშრომლობა ჩილესა და ევროკავშირთან თევზჭერის ინდუსტრიაში. ამგვარი ექსპერიმენტების დანერგვას ცდილობენ ამ ეტაპზე ტურიზმის სფეროში ესპანეთთან, ხოლო მექსიკასა და ცენტრალურ ამერიკასთან გეგმავენ მრავალფეროვანი სექტორული გამოცდილების გაზიარებას.

ბატონმა ელჩმა სტუმარს უახლესი სექტორული მიღწევები და მსოფლიო ბანკის ახალი მონაცემები გააცნო საქართველოს წარმატებების შესახებ ბიზნესის კეთების სფეროში, მადლობა გადაუხადა SICA-ს წარმომადგენელს საქართველოსთან თანამშრომლობის ინტერესის გამო და გამოცდილების ურთიერთგაზიარების მიზნით, მომავალი სამუშაო შეხვედრების დაგეგმვა შესთავაზა.