საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის ზურაბ ერისთავის შეხვედრა UNIPOL-ის და EPED-ის ხელმძღვანელებთან

სამართლის დოქტორანტურის დეკანს, პროფესორ კარლოს კორეა როხოს და საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელს, ხუან ტორეს რასკონს შეხვდა.

 საუბარი შეეხო მექსიკაში აკრედიტირებულ საელჩოებთან, ასევე, ცენტრალური და ლათინური ამერიკის სახელმწიფოებთან, ა.შ.შ. და ევროპის, აფრიკის და აზიის სხვადასხვა ქვეყნებთან აკადემიურ სფეროში თანამშრომლობას. სტუმრებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს მიმდინარე პროექტებსა და პროგრამებს, მათ შორის - 2019 წლის 6-7 ივნისს დაგეგმილ მეოთხე საერთაშორისო კონფერენციას - “Cumbre UNIPOL 2019”, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალი სისტემის და კიბერ უსაფრთხოების შესახებ.

ბატონმა ელჩმა სტუმრებს საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის და ღია მმართველობის სფეროში მიღწეული შედეგები გააცნო, რაც არა მხოლოდ მექსიკასთან, არამედ რეგიონულ დონეზე თანამშრომლობის ფართო სპექტრის არჩევანს იძლევა. უნივერსიტეტების წარმომადგენლები ასევე დაინტერესდნენ ქართული ენითა და კულტურით, ისტორიითა და ტურისტული პოტენციალით.

ელჩმა ზურაბ ერისთავმა UNIPOL-ის და EPED-ის ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა საქართველოსთან თანამშრომლობის ინტერესის გამო, უახლოეს მომავალში შესაბამისი ინფორმაციის ურთიერთგაცვლა და ორმხრივ ხელშეკრულებებზე მუშაობა შესთავაზა.