საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის ზურაბ ერისთავის შეხვედრა სტუდენტებთან

3 დეკემბერს, მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბატონმა ზურაბ ერისთავმა მეხიკოს ერთ-ერთი წამყვანი უნივერისტეტის - Universidad del Valle de México - ტლალპლანის კამპუსის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების სტუდენტებს და მათს ხელმძღვანელს, ქალბატონ გვადალუპე ვერონიკა მენდეს დიაზს უმასპინძლა.

 

სტუდენტები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ქართველი დიპლომატის ბიოგრაფიით, მისი მოღვაწეობის ტრაექტორიით, ქართული კულტურითა და დამწერლობით. ელჩმა ვრცლად ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელთა გადალახვა მოუწია საქართველოს 1918-21 წლების პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის, ბოლშევიკური რუსეთის მიერ დამოუკიდებელი სახელმწიფოს ანექსიის, საბჭოთა ეპოქისა, და 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდში, ასევე - 21-ე საუკუნეში გატარებულ რეფორმებსა და მიღწეულ წარმატებებზე.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ისტორიის, საგარეო პოლიტიკის, დიპლომატიური ურთიერთობების, რუსული ოკუპაციის, საქართველოსა და მექსიკის ორმხრივი ურთიერთობების და თანამშრომლობის ძირითად ასპექტებს. სტუდენტებმა დიდი ინტერესი გამოხატეს აღნიშნული თემებისადმი და ბატონ ელჩს მადლობა გადაუხადეს საინტერესო და გულთბილი შეხვედრისათვის.