საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის ზურაბ ერისთავის ვიზიტი იამაიკის პარლამენტში

14 მარტს, საქართველოს ელჩი, ბატონი ზურაბ ერისთავი, იამაიკის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, ბატონ პიარნელ ჩარლზს შეხვდა. 

საუბარი ძირითადად შეეხო საქართველოსა და იამაიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასვა სფეროებს, მათ შორის - იამაიკის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის შექმნის უახლეს სამოქმედო გეგმებს და ქართული პარლამენტარიზმის საიუბილეო თარიღს - დამფუძნებელი კრების 100 წლისთავს.