საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის ზურაბ ერისთავის ვიზიტი იამაიკის საგარეო უწყებაში

14 მარტს, საქართველოს ელჩი, ბატონი ზურაბ ერისთავი, იამაიკის საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის სამინისტროს ორმხრივი ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორს, ქალბატონ შორნა-კეი რიჩარდს შეხვდა. 

საუბარი ძირითადად შეეხო საქართველოსა და იამაიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროებს, მათ შორის - პოლიტიკურ კონსულტაციებს, უვიზო მიმოსვლას, სტიპენდიების შეთავაზებას საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, ასევე, უწყებათაშორისი თანამშრომლობის სფეროებს, როგორიცაა: ღია მმართველობა, კორუიფციასთან ბრძოლა, საბაჟო სამსახურის რეფორმა, საჯარო მომსახურება და ა.შ.