საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა მექსიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროში

22 მარტს, მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გაიმართა ელჩის ზურაბ ერისთავის და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორის თანამდებობაზე საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატის, დავით კირვალიძის შეხვედრა რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის განვითარების მინისტრთან, ვიქტორ მანუელ ვილიალობოს არამბულასთან. მხარეებმა ვრცლად განიხილეს ორმხრივი დიალოგის და თანამშრომლობის სამოქმედო გეგმები.