საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

“ფრანკოფონია და საქართველო” - ლექცია UNAM-ის სტუდენტებისათვის

25 მარტი, ქ. მეხიკო

საქართველოს ელჩი ზურაბ ერისთავი მექსიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის UNAM-ის მიწვევით, ფილოსოფიისა და უცხო ენების ფაკულტეტის სტუდენტების შეხვდა.

ლექცია, რომელიც შეეხო საქართველოს ისტორიას, კულტურას, დამწერლობასა და ლიტერატურას, ფრანკოფონიის ტრადიციებს, კულტურულ და საგანმანათლებლო პროგრამებს, ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილეს, ფრანგულ ენაზე იქნა წაკითხული და სტუდენტების, ასევე პროფესორ-მასწავლებლების დიდი ინტერესი დაიმსახურა.
სტუდენტების და პედაგოგების მრავალრიცხოვანი შეკითხვები შეეხო საქართველოს ურთიერთობებს რუსეთთან და მეზობელ ქვეყნებთან, ქართულ დიასპორას მეხიკოსა და მსოფლიოში, ევროპასა და კავკასიის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებულ პრობლემებს, მათ შორის რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

ლექციის დასასრულს ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების შესახებ.