საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის ზურაბ ერისთავის შეხვედრა სენატში

26 მარტს, საქართველოს ელჩი ზურაბ ერისთავი მექსიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარეს, სენატორ გაბრიელა ბენავიდეს კობოსს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებები და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლოები, მათ შორის - რესპუბლიკის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის აღდგენის საკითხი. 
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიის და დამფუძნებელი კრების იუბილეს, სენატში ამ თარიღისადმი მიძღვნილი კონფერენციისა და გამოფენის ორგანიზებას, ლათინურ ამერიკაში, ევროპასა და კავკასიის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებულ პრობლემებს, მათ შორის - რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.
ქალბატონმა სენატორმა საქართველოს ელჩი სენატის პლენარულ სხომაზე მიიწვია, სადაც ბატონ ზურაბ ერისთავს რესპუბლიკის სენატის წევრები მიესალმნენ.