საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კონფერენცია ფრანკოფონიის თვის ფარგლებში

28 მარტს, ფრანკოფონიის თვე მეხიკოში - 2019 ფარგლებში, მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მატიას რომეროს ინსტიტუტში, გაიმართა მრგვალი მაგიდა - ფრანკოფონია: საზოგადოებისა და მრავალფეროვნების სივრცე”.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ელჩი ზურაბ ერისთავი, რომელმაც ისაუბრა საქართველოს, როგორც ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელი ქვეყნის გამოცდილებაზე და იმ საერთო სამომავლო გეგმებზე, რომელიც არა მარტო კულტურის და განათლების მიმართულებების, არამედ დემოკრატიული და გეოპოლიტიკური განზომილების განვრცობის მოტივაციის გარანტი გახდება.

სიტყვით გამოსვლის დასასრულს, საქართველოს ელჩმა დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს უპასუხა.