საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მეტი საქართველო გუანახუატოს საერთაშორისო ფესტივალზე

15 აპრილს, საქართველოს საელჩოში, შედგა ელჩის ზურაბ ერისთავის სამუშაო შეხვედრა სერვანტინოს (გუანახუატოს) საერთაშორისო ფესტივალის გენერალურ დირექტორთან, მარიანა აიმერიჩთან და ფესტივალის პროგრამების დირექტორთან, გაბრიელა მორალესთან.


შეხვედრაზე შეთანხმდა როგორც მიმდინარე წლის, ისე თანამშრომლობის სამომავლო გეგმები მექსიკის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მოქმედი ფესტივალის ფარგლებში. 
სტუმრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს 2018 წლის ფესტივალზე კოტე მარჯანიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრის წარმატებული მონაწილეობა, ქართული მხარის აქტიური მხარდაჭერა მექსიკისა და ლათინური ამერიკის მასშტაბით ყველაზე მნიშნველოვანი ფესიტივალის მიმართ და იმედი გამოთქვეს, რომ 2019 წლის და მომავალი წლების პროგრამებში უფრო მეტ საქართველოს იხილავენ.
საქართველოს ელჩმა ზურაბ ერისთავმა მადლობა გადაუხადა მარიანა აიმერიჩსა და გაბრიელა მორალესს ქართული კულტურისადმი ინტერესისა და მხარდაჭერის გამო და საპატიო სტუმრებს საჩუქრად საელჩოს მიერ ესპანურ ენაზე გამოცემული წიგნები გადასცა.