საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო აცხადებს სტაჟირების კონკურსს

მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო, 2019 წლის 1 მაისიდან, აცხადებს სტაჟირების კონკურსს. კონკურსის შედეგად, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნება ერთ საუკეთესო აპლიკანტს.

სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზანია - სტაჟიორთა მომზადებაგადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

საბუთები მიიღება 2019 წლის 1 მაისიდან 15 მაისის ჩათვლითელექტრონული ფოსტის მეშვეობით, საელჩოს მისამართზეmexico.emb@mfa.gov.ge

 

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

 

1.     განაცხადებების გადარჩევა;

2.     გასაუბრება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
  • ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას;
  • კარგად ფლობდეს ესპანურ ენას (სასურველია ინგლისური ენის ცოდნა);
  • იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი ან ჰქონდეს უმაღლესი განათლება;
  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს მექსიკაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრებისდამადასტურებელი საბუთი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს.

 

კონკურსის თემატიკა:

  • საქართველოს კანონი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“;
  • ლათინური ამერიკის რეგიონი.

 

ქ. მეხიკოში საქართველოს საელჩოში სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს:

) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი N2);

) ავტობიოგრაფია;

დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

) პასპორტის ასლი;

)ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრებისდამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;

) ერთი ფოტოსურათი (3X4);

) ცნობა ნასამართლობის შესახებ.

კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდება შემდეგ მისამართზესაქართველოს საელჩო ალაქ მეხიკოში, მონტე ევერესტი 905, ლომას დე ჩაპულტეპეკ, მიგელ იდალგოს მუნიციპალიტეტი.

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ეტაპების და გასაუბრების თარიღი დამატებით ეცნობებათ კონკურსის მონაწილეებს.

სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთრომ სტაჟირების კონკურსი ცხადდება წელიწადში ორჯერ

მაისისა და ნოემბრის პირველ სამუშაო დღეს.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: + 52 (55) 55 200118

 

 

იხილეთ დანართები:

 

განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ.pdf

სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესი.pdf