საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

პოპულარული მექსიკური გამოცემა საქართველოს ელჩთან ინტერვიუს აქვეყნებს

14 მაისს, მექსიკის ერთ-ერთი პოპულარული გამოცემის, ჟურნალ “პროტოკოლის” მთავარი რედაქტორი ვენდი კროსი საქართველოს საელჩოს ეწვია, ელჩთან ზურაბ ერისთავთან ინტერვიუს მოსამზადებლად.

ინტერვიუს ძირითადი თემებია: საქართველოს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები, თანამშრომლობა რეგიონის ქვეყნებთან; საქართველოს ისტორია, კულტურა, დამწერლობა, ლიტერატურა, ხელოვნება და მისი პოპულარიზაცია მექსიკაში; საქართველოსდამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორია და ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილე; საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა - 1989 წლის 9 აპრილის 30 წლისთავი და ამ ტრაგიკული მოვლენების როლი საქართველოს უახლეს ისტორიაში; 1991 წლის 9 აპრილი - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება; საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები და საქართველოს ხელისუფლების მნიშვნელოვანი მიღწევები, ქართველი ერის ევროატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში გაერთიანების მისწრაფებები, ქვეყნის განვითარების დინამიკა, რომლის საშუალებით, რუსული ოკუპაციის პირობებშიც კი, საქართველო ინარჩუნებს რეგიონის წარმატებული სახელმწიფოს ადგილს.