საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

26 მაისის ზეიმი პანამაში

30 მაისს, პანამის რესპუბლიკის დედაქალაქში, საქართველოს საელჩოსა და პანამაში საქართველოს საპატიო კონსულის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ პანამის საგარო უწყების, დიპლომატიური კორპუსის და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ, საპატიო სტუმრებს სიტყვით მიმართა და 26 მაისის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს ელჩმა, ბატონმა ზურაბ ერისთავმა. საქართველოს საპატიო კონსულმა პანამის რესპუბლიკაში, ბატონმა ერასმო პინილია აპარისიომ ქართველ ხალხს მიულოცა დამოუკიდებლობის დღე და, პანამელი ხალხის სახელით, წინსვლა და ახალი წარმატებები უსურვა.