საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

1 ივნისი, სან სალვადორი

საქართველოს ელჩი ელ სალვადორში (რეზიდენციით ქ. მეხიკო), ბატონი ზურაბ ერისთავი, რესპუბლიკის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო.

სალვადორის რესპუბლიკის პრეზიდენტის, მთავრობის მეთაურის და მთავარსარდლის, 37 წლის ნაიბ ბუკელეს ფიცის დადების ცერემონიას 83 ქვეყნის დელეგაცია ესწრებოდა.