საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი ზურაბ ერისთავი მექსიკის სენატში გამართულ კონგრესს დაესწრო

6 ივნისს, ქ.  მეხიკოში, მექსიკის შეერთებული შტატების სენატში ნაციონალური გვარდიის, კიბერ-უსაფრთხოების, პირადი მონაცემების დაცვისა და მიგრაციის შესახებ მეოთხე საერთაშორისო კონგრესი -  Unipol 2019 გაიხსნა. საზეიმო ცერემონიაზე, რომელსაც ესწრებოდნენ რესპუბლიკის სენატის და ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, მიწვეული იყო საქართველოს ელჩი, ბატონი ზურაბ ერისთავი. კონგრესი მუშაობას გააგრძელებს 7 ივნისს.