საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის ზურაბ ერისთავის გამოსვლა კიბერუსაფრთოების საერთაშორისო კონფერენციაზე

7 ივნისს, მექსიკის შეერთებული შტატების სენატში, ნაციონალური გვარდიის, კიბერ-უსაფრთხოების, პირადი მონაცემების დაცვისა და მიგრაციის შესახებ საერთაშორისო კონგრესის - Unipol 2019 - ფარგლებში, სხვა საპატიო სტუმრებსა და ექსპერტებთან ერთად, მომხსენებლად მიწვეული იყო საქართველოს ელჩი, ბატონი ზურაბ ერისთავი.

ელჩმა თავის გამოსვლაში ისაუბრა კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ, ასევე კერძო სექტორს, საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის კოორდინაციის აუცილებლობაზე, ადამიანის უფლებებისა და პირადი მონაცემების დაცვის მიმართულებით საქართველოს მიღწევებსა და მოსალოდნელი საფრთხეების ანალიზის მნიშვნელობაზე.