საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი ზურაბ ერისთავი იდალგოს შტატის უნივერსიტეტს ეწვევა

8 აგვისტო, ქ. მეხიკო

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მექსიკის შეერთებულ შტატებში, ბატონმა ზურაბ ერისთავმა იდალგოს შტატის ავტონომიური უნივერსიტეტის რექტორატის წარმომადგენლებს უმასპინძლა. სტუმრებმა ელჩს გადასცეს უნივერსიტეტის რექტორის, ადოლფო პონტიგო ლოიოლას მიწვევა წიგნის საერთაშორისო საუნივერსიტეტო გამოფენა-ბაზრობის საზეიმო გახსნაზე, სადაც ასევე გაიმართება ზურაბ ერისთავის კონფერენცია საქართველოს ისტორიის და დღევანდელობის, რუსეთ-საქართველოს ომის მე-11-ე წლისთავის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და დევნილების უფლებების დაცვის შესახებ.

შეხვედრაზე, საელჩოსა და ქართულ უნივერსიტეტებთან იდალგოს ავტონომიური უნივერსიტეტის თანამშრომლობის სხვადასხვა სავარაუდო პროექტებთან ერთად, განხილულ იქნა 2020 წელს, წიგნის საერთაშორისო-საუნივერსიტეტო ბაზრობაზე   საქართველოს, როგორც სტუმარი ქვეყნის მიწვევის საკითხი.