საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის ზურაბ ერისთავის ვიზიტი ოახაკას შტატში

14 აგვისტოს, ოახაკას შტატის დედაქალაქში, გაიმართა მექსიკის მთავრობისა და ინდუსტრიული პალატების კონფედერაციის მიერ ორგანიზებული კონფერენცია, რომელსაც სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად, საქართველოს ელჩი ზურაბ ერისთავი დაესწრო. 


კონფერენციის დასასრულს, მექსიკის პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა, რეგიონის ცხრა შტატის გუბერნატორმა და სავაჭრო-სამრეწველო პალატების პრეზიდენტებმა, ხელი მოაწერეს “ოახაკას პაქტს”, რაც ითვალისწინებს ქვეყნის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთისშტატების ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის განვითარებას.