საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი ზურაბ ერისთავი იდალგოს ავტონომიური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა

11 სექტემბერს, საქართველოს ელჩი ზურაბ ერისთავი მექსიკის იდალგოს შტატის ავტონომიური უნივერსიტეტის პროგრამების ხელმძღვანელს მარკო ანტონიო ალფაროსა და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების დირექტორს, რაფაელ კრავიოტოს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საელჩოსა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტებს, მათ შორის - ერთობლივ პროექტებს განათლებისა და კულტურის მიმართულებით. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, რექტორის სახელით,  ბატონ ელჩს წარუდგინეს პრეზენტაცია იდალგოს კინო და ფოტო-ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის შესახებ, სადაც საქართველო მიწვეულია სტუმარი ქვეყნის რანგში. ფესტივალის ფორმატში, 2020 წლის 24-დან 30 აპრილამდე, ქართული კინოს კვირეული, ფოტო-ხელოვნების ნიმუშების და ქართული პროდუქციის გამოფენები, ასევე,  კონფერენციები იგეგმება.