საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მექსიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრების მსურველ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!!!

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მექსიკაში მგზავრობის მსურველმა საქართველოს მოქალაქემ საზღვარზე უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

-         მექსიკის შეერთებული შტატების ვიზა ან უკვე დადგენილი ქვეყნების (აშშ, შენგენის ზონის წევრი ქვეყნები, კანადა, იაპონია, დიდი ბრიტანეთისა ან  ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო) მოქმედი ვიზა მოქმედ პასპორტში (ვადა: არანაკლებ 180 დღე). საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, შენგენის წევრი ქვეყნების, კანადისა და იაპონიის მუდმივი ცხოვრების ნებართვას, უფლება აქვთ ტურისტულად იმოგზაურონ მექსიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ვიზის გარეშე, მაგრამ მგზავრს აუცილებელია გააჩნდეს დადგენილი ქვეყნების მიერ გაცემული მუდმივი ცხოვრების ნებართვა და არა მოკლევადიანი სამუშაო ვიზები, რაც არ არის საკმარისი მექსიკაში თუნდაც ტურისტული მიზნით მგზავრობისათვის;

-         სასტუმროს ჯავშნისა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და, რაც მთავარია, ტურიზმის მიზნით მგზავრობის შემთხვევაში, სამოგზაურო ტურის შეძენის ან/და გიდის მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტები (მაგალითად, სტუდენტებისთვის მექსიკას გააჩნია ახალგაზრდული ტურებიც);

-         აუცილებელია, ასევე, უკან დასაბრუნებელი ბილეთის, სამოგზაუროდ აუცილებელი თანხისა და სამგზავრო დაზღვევის წარდგენა, ხოლო არასრულწლოვანი მგზავრებისა და სტუდენტების შემთხვევაში, სასურველია, გათვალისიწინებული იქნეს მიმღები ქვეყნის მკაცრი მიდგომა მათი ქვეყანაში შეშვების გადაწყვეტილების მიღების დროს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ქალბატონების შემთხვევაში, გამომდინარე იმ რთული კრიმინოგენური ვითარებიდან, რაც ქალების მიმართ ძალადობის, გატაცებების შემთხვევებისა და სხვადასხვა სახის არაკანონიერ ქმედებებში გამოიხატება.