საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის ვიზიტი ხალისკოს შტატში

1-დან 3 სექტემბრამდე, ხალისკოს შტატში მივლინების ფარგლებში, საქართველოს ელჩმა ზურაბ ერისთავმა შეხვედრები გამართა შტატის გუბერნატორის წარმომადგენლებთან, ალეხანდრო გუზმანთან და მარგარიტა სიერრასთან, გვადალახარას სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტთან ხავიერ ორენდაინ ობესოსთან, . ზაპოპანის მერთან პაბლო ლემურთან და გვადალახარას უნივერსიტეტის რექტორთან რიკარდო ვილიანუევასთან.
შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და მექსიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა მიმართულებები, მათ შორის - გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა პოლიციის რეფორმის, სახელმწიფო სერვისების, განათლებისა და კულტურის, კომერციისა და საგარეო ვაჭრობის სფეროებში, ასევე საქართველოსა და მექსიკის რეგიონებსა და ქალაქებს შორის დაძმობილების პროექტები.