საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის ინტერვიუ რადიო-არხზე ABC Radio

24 სექტემბერს, საქართველოს ელჩის, ბატონი ზურაბ ერისთავის ინტერვიუ პირდაპირ ეთერში გადაიცა მექსიკის ერთ-ერთ წამყვან რადიო-არხზე ABC Radio. ცნობილი მექსიკელი ჟურნალისტის, ფედერიკო ლამონტის ინტერვიუ ქართველ დიპლომატთან ასევე გავა სატელევიზიო არხის Canal 11 ეთერში.

ინტერვიუების თემებია: საქართველოს საგარეო პოლიტიკა დამოუკიდებლობის აღდგენის წლებიდან დღემდე, საქართველოს პოზიცია რუსული ოკუპაციის მიმართ უკრაინის ტერიტორიაზე, ასევე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და საოკუოპაციო ხაზთან მდგომარეობის ესკალაციის შესახებ, საქართველოს ევროპული მისწრაფებები, მისი განვითარების პრიორიტეტები და ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა მექსიკასთან თანამშრომლობის მიმართულებით.