საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის ზურაბ ერისთავის ვიზიტი ბელიზში

საქართველოს ელჩი ბელიზში (რეზიდენციით ქ. მეხიკო), ბატონი ზურაბ ერისთავი, ბელიზის მთავრობის მიწვევით, ქვეყნის დამოუკიდებლობის 38-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო.
 

ვიზიტის ფარგლებში, ელჩი ზურაბ ერისთავი ასევე შეხვდა ბელიზის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს და საქართველოს საპატიო კონსულს.