საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული ჰანგები სერვანტინოს ფესტივალზე

ანსამბლი "შავნაბადა", საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, სერვანტინოს საერთაშორისო ფესტივალს ეწვია და პირველი კონცერტი გუანახუატოში 10 ოქტომბერს გამართა.

აფხაზეთის ა/რ სახელმწიფო ანსამბლი "შავნაბადა", სერვანტინოს საერთაშორისო ფესტივალის პროგრამის პირველი სტუმარი აღმოჩნდა, რომელმაც ფაქტობრივად გახსნა ამერიკის კონტინენტის ყველაზე მასშტაბური კულტურული ღონისძიება. გუანახუატოს შტატის და ზოგადად მექსიკის მას-მედიის წარმომადგენლები სრულად იღებდნენ 10 ოქტომბრის კონცერტს, ხოლო ინტერვიუების ნაწილი უკვე გადაიცა რადიოსა და ტელე-არხების საშუალებით.