საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

10 ოქტომბერი, სანტო დომინგო

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დომინიკის რესპუბლიკაში (რეზიდენციით ქ. მეხიკო), ზურაბ ერისთავმა რწმუნებათა სიგელები გადასცა დომინიკის რესპუბლიკის პრეზიდენტს დანილო მედინას.

საქართველოს ელჩმა, დომინიკის რესპუბლიკის პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე, ყურადღება გაამახვილა პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმის აუცილებლობაზე, უვიზო მიმოსვლისა და დომინიკის რესპუბლიკის რომელიმე საელჩოდან საქართველოს გადაფარვის განხილვის საკითხზე.
ზურაბ ერისთავმა მადლობა გადაუხადა დომინიკის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ადგილნაცვალ პირთა დაბრუნების შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის მხარდაჭერისათვის.
ზურაბ ერისთავმა ისაუბრა საქართველოს ეკონომიკური მიმზიდველობასა და მსოფლიო ბანკის მიერ ბიზნესის წარმოების რეიტინგში ქვეყნისთვის მეექვსე ადგილის მინიჭების მნიშვნელოვან ინფორმაციაზე. დომინიკის მხარე განსაკუთრებით დაინტერესდა საქართველოსთან თანამშრომლობით როგორც ბიზნესის, ისე რეფორმების და გამოცდილების გაზიარების მიმართულებებით. პრეზიდენტმა ყურადღებით მოისმინა საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითის შესახებ ინფორმაცია და დაინტერესდა რუსეთთან ურთიერთობებით.