საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ანსამბლ შავნაბადას მეორე კონცერტი ქ. მეხიკოში გაიმართა

აფხაზეთის ა/რ სახელმწიფო ანსამბლი "შავნაბადა", სერვანტინოს საერთაშორისო ფესტივალის პროგრამის პირველი სტუმარი აღმოჩნდა, რომელმაც ფაქტობრივად გახსნა ამერიკის კონტინენტის ყველაზე მასშტაბური კულტურული ღონისძიება პირველი კონცერტით გუანახუატოში, 10 ოქტომბერს. 

მეორე კონცერტი "შავნაბადამ" 12 ოქტომბერს, მექსიკის პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში შესთავაზა დედაქალაქის მაცხოვრებლებს, ქართული დიასპორის, დიპლომატიური კორპუსისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს.

აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის მონაწილეობას ამ მასშტაბურ და ცნობილ ფესტივალზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა - კულტურული დიპლომატიის საშუალებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის აღიარებისა და მხარდაჭერის მიზნით, რაც ფესტივალის ფარგლებში არაერთგზის აღნინიშნა და გაჟღერდა, მათ შორის - მექსიკური მასმედიის საშუალებით.