საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ანსამბლ "შავნაბადას", სერვანტინოს საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს საელჩომ უმასპინძლა.


აფხაზეთის ა/რ სახელმწიფო ანსამბლი "შავნაბადა", სერვანტინოს საერთაშორისო ფესტივალს ვერ ეწვია სრული შემადგენლობით, მაგრამ მაინც მოახერხა მრავალრიცხოვანი მსმენელის ოვაციებისა და საუკეთესო შეფასებების დამსახურება.

12 ოქტომბერს, მეხიკოში გამართულ კონცერტს, სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად, ქართული დიასპორის წევრები დაესწრნენ.

ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა ზურაბ ერისთავმა და ისაუბრა მრავალსაუკუნოვან ქართულ მუსიკალურ ტრადიციებზე.