საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ზურაბ ერისთავის ინტერვიუ მექიკის პოპულარული არხის - Canal 11 ეთერში

ცნობილი მექსიკელი ჟურნალისტის, ფედერიკო ლამონტის ინტერვიუ საქართველოს ელჩთან ზურაბ ერისთავთან, სატელევიზიო არხის - Canal 11 ეთერში გადაიცა.

ინტერვიუს თემები იყო: საქართველოს საგარეო პოლიტიკა დამოუკიდებლობის აღდგენის წლებიდან დღემდე, საქართველოს პოზიცია რუსული ოკუპაციის მიმართ უკრაინის ტერიტორიაზე, ასევე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და საოკუოპაციო ხაზთან მდგომარეობის ესკალაციის შესახებ, საქართველოს ევროპული მისწრაფებები, მისი განვითარების პრიორიტეტები და ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა მექსიკასთან თანამშრომლობის მიმართულებით.