საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის ზურაბ ერისთავის ინტერვიუ ჟურნალში “Ecos Diplomáticos”

სექტემბერ-ოქტომბრის ნომერი მექსიკაში გამომავალმა ჟურნალმა “Ecos Diplomáticos”, რომელსაც გავრცელების საკმაოდ ფართო არეალი აქვს, საქართველოს და სამხრეთ აფრიკას მიუძღვნა.

ორენოვანი ინტერვიუ (ესპანურ და ინგლისურ ენებზე) ქართველ დიპლომატთან თემების ფართო სპექტრს მოიცავს - ელჩის ბიოგრაფიას, მის საქმიანობას, საქართველოს ურთიერთობებს მექსიკასა და რეგიონის ქვეყნებთან, ქართულ ეკონომიკას და ტურიზმს, საქართველოს ღირშესანიშნაობებს, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახონ ტურისტებმა, რათა უკეთ გაიცნონ კავკასიის რეგიონის ულამაზესი ქვეყანა, მისი ტრადიციები, ისტორია და დღევანდელობა.

ინტერვიუ ასევე ეხება მექსიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებს, მათ შორის - განათლებას, კულტურას, კომერციას, გარემოს დაცვის პოლიტიკას  და ა.შ. განსაკუთრებული აქცენტი ზურაბ ერისთავმა გააკეთა საქართველოს მიღწევებზე მმართველობის რეფორმების, ეკონომიკის, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სფეროებში.