საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ფრანკოფონიის დღეები მეხიკოში 2020 წლის მარტში გაიმართება

31 ოქტომბერს, ქ. მეხიკოში, ბელგიის საელჩოში, საქმიანი საუზმე გაიმართა, რომელსაც საქართველოს ელჩი ზურაბ ერისთავი დაესწრო.

 

შეხვედრაზე მიწვეული იყვნენ ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი და დამკვირვებელი ქვეყნების ელჩები: საფრანგეთის, კანადის, საქართველოს, რუმინეთის, შვეიცარიის, კოტ 'ივუარის, ჰაიტის, მაროკოს, სომხეთის, ასევე - მეხიკოში კვებეკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი. როგორც ცნობილია, ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე აღინიშნება 20 მარტს, მაგრამ მეხიკოში ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს მარტის თვე სრულად დაეთმობა.

მექსიკაში ბელგიის ელჩის ინიციატივით, მექსიკის საგარეო უწყებაში, ტრადიციულად გაიმართება ფრანკოფონიის თვის ინაუგურაციის ცერემონია და პრეს-კონფერენცია მონაწილე ქვეყნების ელჩების ჩართულობით, ხოლო შვეიცარიის ელჩის წინადადებაა მომზადდეს ერთობლივი ღონისძიებები, მათ შორის - კარიკატურების გამოფენა. ფრანკოფონიის თვის ფარგლებში, ასევე, გაიმართება ფრანგულენოვანი ფილმების კინო-ფესტივალი, სადაც საფრანგეთის ელჩის მიწვევით, საქართველოს საელჩოც მიიღებს მონაწილეობას და ნაჩვენები იქნება საფრანგეთში მოღვაწე ქართველი რეჟისორების რამდენიმე ნამუშევარი.

ფრანკოფონია 2020-ის ფარგლებში, ასევე იგეგმება ელჩის ზურაბ ერისთავის კონფერენცია საქართველოს შესახებ.