საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი ზურაბ ერისთავი დიპლომატის დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო

8 ნოემბერს, მექსიკის საგარეო უწყებაში, მექსიკელი დიპლომატის დღესთან დაკავშირებით, საზეიმო მიღება გაიმართა, სადაც 51 დიპლომატს გადაეცა სხვადასხვა სახის საპატიო ჯილდო, ქვეყნის დიპლომატიურ მისიებში სამსახურისათვის.

ღონისძიების მასპინძელი იყო მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარსელო ებრარდ კასაუბონი. მიღებას სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად, ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი ზურაბ ერისთავი და მექსიკაში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების სხვა ხელმძღვანელები.