საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი ზურაბ ერისთავი ხალისკოს შტატისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებას დაესწრო

14 ნოემბერს, საქართველოს ელჩი ზურაბ ერისთავი, ხალისკოს შტატის გუბერნატორის - ენრიკე ალფარო რამირესისა და გვადალახარას სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის - ხავიერ ორენდაინ დე ობესოს მიწვევით, ქალაქ მეხიკოში გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო

მიღებას, ასევე, ესწრებოდა საელჩოს მრჩეველი, თამარ გამილაღდიშვილი-გაგუა.

მექსიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შტატის გუბერნატორმა სტუმრებს წარუდგინა 2019 წლის ანგარიში და უახლესი პერიოდის სამოქმედო გეგმა. ენრიკე ალფარო რამირესმა ისაუბრა ხალისკოს შტატისა და ზოგადად მექსიკაში არსებულ რთულ გამოწვევებსა და მიღწეულ წარმატებებზე, საერთაშორისო ურთიერთობების დინამიკაზე და, მათ შორის, საქართველოსთან თანამშრომლობის უახლოეს პერსპექტივებზე. მიღების დასასრულს, ხალისკო შტატის გუბერნატორმა ზურაბ ერისთავს მადლობა გადაუხადა შტატთან აქტიური თანამშრომლობისა და მისი საქართველოში მიწვევის გამო.