საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი ზურაბ ერისთავი ფირმა "კოლუმბიას" გენერალურ დირექტორს შეხვდა

15 ნოემბერს, მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ ერისთავი, მექსიკის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი ფირმის - კოლუმბიას გენერალურ დირექტორს ხოსე ლუის სანდოვალ ლუნას და ფირმის წარმომადგენელს ლუის ნობლე კორდოვას შეხვდა. შეხვედრის ინიციატორი იყო მეხიკოში ქართული დიასპორის წარმომადგენელი, ალექსი ასათაშვილი.

საქართველოს ელჩმა სტუმრებს გააცნო საქართველოში ბიზნესის წარმოების უახლესი მონაცემები და ისაუბრა ქვეყნის წარმატებებზე, ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდის დინამიკაზე.  

ასევე, ზურაბ ერისთავმა ისაუბრა საქართველოს მიღწევებზე სხვადასხვა სფეროში, ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე. საუბარი შეეხო რეგიონულ ურთიერთობებს, ასევე - საქართველოს როლს აბრეშუმის გზის განახლებულ ფორმატში და, რა თქმა უნდა, მიმდინარე წლის ოქტომბერში, საქართველოს დედაქალაქში გამართულ წარმატებულ საერთაშორისო ღონისძიებას - თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“.