საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის ზურაბ ერისთავის კონფერენცია მეხიკოს ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში

21 ნოემბერს, . მეხიკოში, კოიოაკანის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში, განთავსდა გამოფენა საქართველოს შესახებ. გამოფენა გაიხსნა ელჩის ზურაბ ერისთვის კონფერენციით, რომელიც მიეძღვნა ქართულ კულტურას, ენას, დამწერლობასა და ლიტერატურას, ასევე - კავკასიის ეთნო-ლინგვისტურ თავისებურებებს, საქართველოს ისტორიისა და დღევანდელობის მნიშნველოვან ასპექტებს, ელჩმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ქართული ანბანის სამ სახეობაზე - იუნესკოს მიერ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებაზე ამ და სხვა სახეობებსა და შოთა რუსთაველის უკვდავ “ვეფხისტყაოსანზე”.

კონფერენციის დასასრულს, ზურაბ ერისთავმა სტუმრების შეკითხვებს უპასუხა, გააცნო მათ ქვეყნის მზარდი ტურისტული პოტენციალი და საქართველოს აღმოსაჩენად  მოგზაურობისათვის კავკასიის რეგიონში მიიწვია. საპატიო სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს საელჩოს, მომხსენებლებს, მასპინძლებს და დიდი ინტერესით დაათვალიერეს გამოფენა.