საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

"ვეფხისტყაოსანის" ესპანურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გვადალახარაში

30 ნოემბერს, ხალისკოს შტატის დედაქალაქში, გვადალახარას წიგნის საერთაშორისო გამოფენა - FIL 2019 ოფიციალურად გაიხსნა. წელს ამ მასშტაბურ ღონისძიებაზე, სტუმარი ქვეყნის რანგში, მიწვეულია ინდოეთი. 1 დეკემბერს, გვადალახარას უნივერსიტეტის პავილიონის საპატიო სტუმარი საქართველო იყო და ელჩმა ზურაბ ერისთავმა, უნივერსიტეტის რექტორატის წარმომადგენლებთან ერთად, შოთა რუსთაველის უკვდავი "ვეფხისტყაოსანის" ესპანურენოვანი გამოცემისა და ახალი, ერთობლივი გამოცემის პროექტის პრეზენტაცია გამართეს.


პრეზენტაციამ საერთაშორისო გამოფენის სტუმრების ყურადღება დაიმსახურა. საქართველოს ელჩმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო საელჩოს, მალაგის უნივერსიტეტისა და გვადალახარას უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი, ისაუბრა ქართულ კულტურაზე, ენასა და დამწერლობაზე, პასუხი გასცა სტუმრების შეკითხვებს. პრეზენტაციაზე ნაჩვენები იქნა ვიდეო-რგოლები საქართველოსა და ქართული ანბანის შესახებ.