საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის ზურაბ ერისთავის შეხვედრა იუკატანის შტატის გუბერნატორთან

 5 დეკემბერს, იუკატანის შტატში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა ზურაბ ერისთავმა ოფიციალური შეხვედრა გამართა შტატის გუბერნატორთან მაურისიო ვილა დოსალთან.

ბატონმა ელჩმა მადლობა გადაუხადა მასპინძელ მხარეს გულთბილი მიღებისათვის და ხაზგასმით აღნიშნა იუკატანის შტატის და მისი დედაქალაქის ეკონომიკური, ტურისტული და კულტურული პოტენციალის მნიშვნელობა რეგიონში.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები კულტურის, ტურიზმის, ეკონომიკისა და მმართველობის რეფორმების მიმართულებებით.