საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2020 წლისათვის ქართულ-მექსიკური მუსიკალური პროექტები დაიგეგმება

4 დეკემბერს, იუკატანის შტატში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა ზურაბ ერისთავმა შეხვედრა გამართა შტატის კულტურისა და ხელოვნების დირექტორატის ხელმძღვანელთან ერიკა ბეატრის მილერ კორონასთან და იუაკატანის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელებთან, ასევე - დირიჟორთან ხუან კარლოს ლომონაკოსთან. 
ორკესტრის ხელმძღვანელებთან შეხვედრას ასევე ესწრებოდა ქართველი მუსიკოსი გოჩა სხირტლაძე, რომელიც ქ. მერიდაში წლებია ცხოვრობს და ამავე ორკესტრში მოღვაწეობს. მხარეებმა განიხილეს საქართველოსთან თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები, მათ შორის - საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან და სხვა ქართველ მუსიკოსებთან ურთიერთგაცვლის პროექტების განხორციელების შესაძლებლობა.