საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი ზურაბ ერისთავი სამშვიდობო მისიების საწვრთნელი ცენტრის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო

8 იანვარს, მექსიკის პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა, საზეიმოდ გახსნა  ერთობლივი წვრთნებისა მშვიდობის მისიების მექსიკის ცენტრი, სადაც მომზადდება სამხედრო ძალები, რომელთა წარმომადგენელები მონაწილეობას მიიღებენ გაეროს სამშვიდობო ოპერაციებში.

საზეიმო ცერემონიას, სხვა საპატიო სტუმრებთან და მექსიკაში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ელჩი, ბატონი ზურაბ ერისთავი დაესწრო.