საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი ზურაბ ერისთავი ელ სალვადორის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

31 იანვარს, სან სალვადორში ვიზიტის ფარგლებში,  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ელ სალვადორის რესპუბლიკაში (რეზიდენციით ქ. მეხიკო), ზურაბ ერისთავი რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვიქტორ ლაგო პიზატის შეხვდა.

 
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები, მათ შორის - განათლების, ტურიზმის, ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროებში.
საუბარი ასევე შეეხო სამთავრობო პოლიტიკის და რეგიონული თანამშრომლობის პრიორიტეტებს, სადაც საქართველოს გამოცდილება  გასათვალისწინებელია ელ სალვადორისთვის და ცენტრალური ამერიკის სხვა ქვეყნებისთვისაც.