საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სახელმწიფო განაგრძობს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს

საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, მიმდინარე წლის 15 მაისს, კომპანია "Georgian Airways" მიერ განხორციელდება ამსტერდამი-თბილისის რეისი, რომელსაც ექნება სატრანზიტო დანიშნულება და განკუთვნილი იქნება ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე მყოფი ჩვენი თანამემამულეების სამშობლოში დასაბრუნებლად.

სამშობლოში დაბრუნების სურვილის მქონე საქართველოს იმ მოქალაქეებს, ვინც იმყოფებიან ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, მოვუწოდებთ დაუკავშირდნენ ადგილსამყოფელ სახელმწიფოებში საქართველოს საკონსულო დაწესებულებას და მათთან კოორდინაციით დაგეგმონ მიმდინარე წლის 15 მაისს, ამსტერდამის გავლით, სამშობლოში გამგზავრება.