საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საელჩო SICA-ს ვებინარებში მონაწილეობს

SG SICA - ცენტრალური ამერიკის ინტეგრაციის სისტემის გენერალური სამდივნოს მიერ, პანდემიით გამოწვეული რთული რეალობის გათვალისწინებით, ორგანიზებულია ვებინარები აქტუალურ თემებზე. ონლაინ-კონფერენციებში ორგანიზაციის წევრი და დამკვირვებელი ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობენ, მათ შორის - საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში.


ვებინარების ძირითადი თემატიკაა რეგიონის ახალი ეკონომიკური რეალობა, საერთაშორისო და რეგიონული ტურიზმის სექტორის გამოწვევები, გარემოს დაცვა, სოციალური და სანიტარული, ასევე ლოჯისტიკური სტრატეგიები, უმუშევრობის გავლენა ცენტრალური ამერიკის ქვეყნების ეკონომიკაზე, ა.შ.