საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის ზურაბ ერისთავის ონლაინ შეხვედრა მექსიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ თანამემამულეებთან

13 ივლისს, საელჩოს ორგანიზებით, გაიმართა ელჩის ზურაბ ერისთავის ონლაინ შეხვედრა მექსიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ თანამემამულეებთან. 

ქართული დიასპორის წევრებს ბატონმა ზურაბ ერისთავმა გააცნო პანდემიით გამოწვეული ზოგადი ვითარება საქართველოში და წარუდგინა საელჩოს კონკრეტული ინიციატივები, რომელთა განხორციელება ნაწილობრივ შეაფერხა მძიმე სანიტარულმა მდგომარეობამ მეხიკოსა და რიგ შტატებში. საელჩოს მრჩეველმა თამარ გამილაღდიშვილმა თანამემამულეებს გააცნო საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი ახალი რეგულაციები და უპასუხა კონკრეტულ შეკითხვებს, რომელთა დიდი ნაწილი ეხებოდა საქართველოში დაგეგმილი ვიზიტების გადადებას COVID-19-ის ზოგადი პროტოკოლით განსაზღვრული ვითარების გამო. 
ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა ისაუბრეს მექსიკაში პანდემიით გამოწვეული პრობლემების თაობაზე, სხვადასხვა მიმართულებების პროექტებსა და ღონისძიებებზე და იმედი გამოთქვეს, რომ უახლოეს პერიოდში მიეცემათ საშუალება საელჩოსთან ერთად და ბატონი ელჩის მხარდაჭერით განახორციელონ მათი დიდი ნაწილი.  ზურაბ ერისთავმა და საელჩოს თანამშრომლებმა მადლობა გადაუხადეს თანამემამულეებს ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობისთვის და ამ ფორმატში რეგულარული შეხვედრების ორგანიზება შესთავაზეს.