საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ონლაინ კონსულტაციები ჰონდურასის რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან

2020 წლის 20 აგვისტოს, ქ. მეხიკოში საქართველოს საელჩოსა და ქ. ბერლინში ჰონდურასის რესპუბლიკის საელჩოს მედიატორობით, ონლაინ შეხვედრა გაიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ჰონდურასის რესპუბლიკის პრეზიდენტის პრიორიტეტებისა და საჯარო ინოვაციების სამინისტროს შორის.
 
შეხვედრისას, ჰონდურასის მხრიდან გამოიხატა დაინტერესება ელექტრონული მმართველობის სფეროში საქართველოს გამოცდილების გაზიარების კუთხით. ვიდეო კონსულტაციის დროს ქართულ მხარეს ხელმძღვანელობდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ბატონი გოჩა ლორთქიფანიძე, ხოლო ჰონდურასის მხრიდან - პრეზიდენტის პრიორიტეტებისა და საჯარო ინოვაციების მინისტრი - ბატონი მარკო მიდენსე.