საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საკონსულო აღრიცხვა Covid-19 პანდემიის პირობებში

იმყოფებით საზღვარგარეთ და გსურთ დადგეთ საკონსულო აღრიცხვაზე?  

აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა შეუძლია საზღვარგარეთ დროებით მყოფ ან მუდმივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს და პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირს.

საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შესაძლებელია როგორც საელჩოში/საკონსულოში პირადი გამოცხადების გზით, ასევე, საფოსტო გზავნილის მეშვეობით ან ვებ-გვერდის www.geoconsul.gov.ge საშუალებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: http://e.gov.ge/ZBfzY