საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ონლაინ შეხვედრა კოსტა რიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელობასთან

28 იანვარს, კოსტა რიკის რესპუბლიკის მთავრობისა და საგარეო უწყების ორგანიზებით, აკრედიტირებულ ელჩებთან ონლაინ-შეხვედრა გაიმართა. ბატონმა მინისტრმა და შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის უახლოეს გეგმებზე, გლობალური პანდემიით გამოწვეული და მოსალოდნელი კრიზისების პირობებში. 
ვირტუალურ დიალოგში, რომელსაც კოსტა რიკის საგარეო საქმეთა მინისტრი როდოლფო სოლანო კიროსი უძღვებოდა, მონაწილეობა მიიღო საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, თამარ გამილაღდიშვილი-გაგუამ.