საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საელჩომ მექსიკაში უკრაინის ელჩს უმასპინძლა

1 თებერვალს, მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, თამარ გამილაღდიშვილი-გაგუამ მექსიკაში უკრაინის ახლად დანიშნულ ელჩს, ქალბატონ ოკსანა დრამარეცკას უმასპინძლა. 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მექსიკასა და ცენტრალური ამერიკის რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები, მათ შორის - ორმხრივი და მრავალმხრივი, ეკონომიკური, კულტურული ურთიერთობების დინამიკა გლობალური პანდემიით გამოწვეული რთული ვითარების ფონზე.

მეგობარი ქვეყნის ელჩმა მადლობა გადაუხადა საქართველოს საელჩოს გულთბილი მასპინძლობისათვის და 2021 წლის სამოქმედო გეგმებში აქტიური ორმხრივი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.