საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა სერვანტინოს საერთაშორისო ფესტივალის დირექტორთან

10 თებერვალს, მექსიკის კულტურის სამინისტროსა და სერვანტინოს საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზაციის ინიციატივით, გაიმართა შეხვედრა საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულთან, თამარ გამილაღდიშვილ-გაგუასთან. 

ფესტივალის დირექტორმა მარიანა აიმერიჩ ორდონიესმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გლობალური პანდემიით გამოწვეული დაბრკოლებების მიუხედავად, 2021 წლის ოქტომბერში, ამ პრესტიჟული ფესტივალის 49-ე წლის აღნიშვნა გადაწყდა, ხოლო საქართველოდან ელიან მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის დასისა და რეჟისორ დეა კულუმბეგაშვილის მონაწილეობას. 

 

შეხვედრის დასასრულს ასევე გადაწყდა საერთაშორისო ფესტივალის 50-ე საიუბილეო გამოშვების პროგრამის უახლოეს მომავალში შეთანხმება.