საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

18 თებერვალი, ქ. მეხიკო

მექსიკის შეერთებული შტატების გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ორგანიზებით, გაიმართა ვიდეო-კონფერენცია “გაეროს კლიმატის ცვლილებების კონვენციის წინაშე მექსიკის ვალდებულებებისა და ეროვნული სამოქმედო გეგმის განახლება”. 
შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო მულტისექტორული განვითარებისა და სტრატეგიის განხილვა, საზოგადოების სისტემატიური და ეფექტური ინფორმირება, კონვენციის ფარგლებში საერთაშორისო თანამშრომლობის  კოორდინაცია.
სამინისტროს ხელმძღვანელობისა და რესპუბლიკის მთავრობის ოფიციალური მიწვევით, გარდა სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისა, ვიდეო-კონფერენციაში მონაწილეობდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, თამარ გამილაღდიშვილი-გაგუა.